მონაკოს სამთავრომ სპორტის მე-19 საერთაშორისო მინისტერიალს უმასპინძლა

05 ნოე 2026

მონაკოს სამთავრომ სპორტის მე-19 საერთაშორისო მინისტერიალს უმასპინძლა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. 2026 წლის სპორტის მინისტერიალის მთავარი დევიზი იყო: „უფრო უსაფრთხო და ჯანსაღი სპორტი ყველა ბავშვისთვის“.

აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას კონფერენციაზე მოეწერა ხელი. მისი მიზანია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რათა სპორტული გარემო ბავშვის ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების უსაფრთხო სივრცედ იქცეს.

სპორტის მიმართულებით მინისტრთა კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მისი მთავარი ამოცანა სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე რეაგირებაა.

საქართველო EPAS-ის წევრი 2010 წლიდან არის.