პერუში უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ტარანტულის კონტრაბანდისთვის დააკავეს

05 ნოე 2026

პერუს ხელისუფლებამ 3 ათასზე მეტი ტარანტული ამოიღო, რომლებიც გერმანიის ორი და პოლონეთის ერთი მოქალაქის ბარგში, წინდებში ჰქონდათ დამალული. ისინი გერმანიაში გაფრენას აპირებდნენ.

ტარანტულები შეფერილობისა და ზომის გამო დიდი მოთხოვნით სარგებლობენ და, შესაძლოა, კოლექციონერებისთვის იყო განკუთვნილი.

დაკავებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.