05 ნოე 2026
ჩრდილოეთ კორეამ საჰაერო თავდაცვის ახალი სარაკეტო სისტემა გამოცადა და ფრთოსანი რაკეტების დარტყმის წვრთნები ჩაატარა. ინფორმაციას ფხენიანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოცდამ დაადასტურა რაკეტაში გამოყენებული ახალი მასალების ტექნიკური მახასიათებლები და სანდოობა, ასევე, სისტემის უნარი, ამოიცნოს სამიზნეები და დაედევნოს მათ.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სეული და ვაშინგტონი რაკეტების გაშვებას ჯერ კიდევ აანალიზებენ.