მადრიდში ლათინური ამერიკის ქვეყნების მეთაურები იბერო-ამერიკულ სამიტზე შეიკრიბნენ

05 ნოე 2026

მადრიდში ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერები იბერო-ამერიკულ სამიტზე შეიკრიბნენ.

ისინი გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან ერთად მადრიდის სამეფო თეატრში სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.

მეფე ფილიპემ სამიტის მონაწილე ქვეყნებს მოუწოდა, შეინარჩუნონ ერთიანობა და გააძლიერონ თანამშრომლობა გლობალურ სივრცეში მზარდი გაურკვევლობის ფონზე.