ზელენსკი ესპანეთში ჩავიდა — უკრაინის პრეზიდენტი აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ამერიკელ ოფიციალურ პირებს შეხვდება

05 ნოე 2026

უკრაინის პრეზიდენტი ესპანეთში ჩავიდა. როგორც მან „ტელეგრამზე“ დაწერა, ვიზიტის მიზანია კიევის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, ასევე, მაღალი დონის შეხვედრები იბერო-ამერიკული სამიტის ფარგლებში.

ზელენსკის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, მომავალ კვირას აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების წინ, ამერიკელ ოფიციალურ პირებთან საუბარს გეგმავს.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში შეერთებული შტატები უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შეკრებს.

შეხვედრის მიზანია უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულების, ომის შემდგომი უსაფრთხოების შეთანხმებებისა და დეესკალაციის საკითხების განხილვა.