"საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა" - თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

05 ნოე 2026

„საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“ - თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მონაწილეები ნეიტრალიტეტის იდეასა და მის როლზე ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაში მსჯელობენ.

ღონისძიება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოსა“ და ნეიტრალიტეტის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები და ანალიტიკოსები მონაწილეობენ. ორი დღის განმავლობაში ოთხი თემატური პანელი ჩატარდება.