მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

05 ნოე 2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის, Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს Meituan-ის ელექტრონული კომერციის პლატფორმის მეშვეობით ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობები.

ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტსაც შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.