„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ალიანსიდან გარიცხეს — პარტიაში გადაწყვეტილების შესახებ ახალი ლოგოდან შეიტყვეს

05 ნოე 2026

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძის განცხადებით, პარტია ოპოზიციის ალიანსიდან გარიცხეს და ამის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ოპოზიციის ალიანსის ახალ ლოგოზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო არ იყო ასახული.

პოლიტიკოსის განცხადებით, ალიანსი მათი სურვილით რომ დაეტოვებინათ, გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსა და მმართველობით საბჭოს უნდა მიეღო, რაც, მისი თქმით, არ მომხდარა. ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს მმართველ გუნდში აფასებენ.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების გამო ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნონ.