საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 30 წლისაა - იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია ბათუმში მიმდინარეობს

05 ნოე 2026

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 30 წლისაა. იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია ბათუმში მიმდინარეობს. ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლეებიც მონაწილეობენ. გამომსვლელებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობაზე, კონსტიტუციის როლსა და ისტორიაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტმა გლობალური პოლიტიკური პროცესების ფონზე სახელმწიფოს სუვერენიტეტის გარანტად სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო დაასახელა. საკონსტიტუციო სასამართლოს ოცდაათწლიანი ისტორიის ეტაპები დეტალურად გაიხსენა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების, ასევე დემოკრატიულობის ხარისხის მნიშვნელობაზე ისაუბრა.