05 ნოე 2026
ევროკომისიის ანგარიშში სამი მთავარი მიმართულება გამოიკვეთა. პოზიტივში ამბობენ, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდა აქვს, მაგრამ ამის უზრუნველყოფა რითაც ხდება, სტაბილურობით, ეს არ არის შეფასებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მეორე საკითხი სასამართლოს ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილია, რადგან არჩევნებში მათი ფავორიტები ვერ იმარჯვებენ.
„მესამე საკითხი საგარეო პოლიტიკაა, რომელიც თურმე, ევროკავშირის პოლიტიკას არ ემთხვევა, რომელმაც მოგვიწოდა, რომ ეკონომიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ რუსეთის, არ გვქონდეს კავშირი ჩინეთთან. მთავარ თემად წამოწეულია ის, თითქოსდა, ადამიანების დაკავება და დაპატიმრება „თვითნებურად“ ხდება. ეს საკითხები მოიცავს და განაპირობებს დამოკიდებულებას, რაც ბრიუსელიდან არაერთხელ გაგვიგია - დამემორჩილები ან მუდმივად ვიქნებით ისეთ რეჟიმში, როდესაც საქართველოზე ზეწოლას განვახორციელებთო. ეს ის მთავარი გზავნილია, რომელიც ამ მოხსენებიდან გავიგეთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.