05 ნოე 2026
ვარშავიდან ბრიუსელის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.
რეისთან დაკავშირებით საეჭვო შეტყობინება მიიღეს, თუმცა აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ გამხდარა.
„მივიღეთ ინფორმაცია ბრიუსელის აეროპორტისკენ მიმავალ რეისთან დაკავშირებით საეჭვო შეტყობინების შესახებ“, - განაცხადა აეროპორტის პრესსპიკერმა ისანე შიუა ლეხლიმ.
მისივე ინფორმაციით, საუბარია პოლონური ავიაკომპანია LOT-ის ვარშავა-ბრიუსელის რეისზე.