05 ნოე 2026
სამწუხაროდ, ევროკომისიის ანგარიში დაწერილია არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ დოკუმენტი იმ კრიზისს აჩვენებს, რაც დღეს, ევროპულ სტრუქტურებში არსებობს და რაც გამოწვეულია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც სასამართლოზეა საუბარი, ყველაფერი აცდენილია რეალობასთან და განზრახვაა, სასამართლო ხელისუფლების ოკუპაცია მოახდინონ, რაც ქვეყნის ოკუპაციასაც ნიშნავს.
„მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ისინი ისევ აქეზებენ ძალადობას და ისევ ცდილობენ, რომ საქართველოში ძალადობა დააკანონონ, რაც არ გამოვლივათ. ამის კადრება კიდევ უფრო სამწუხაროა იმ ფონზე, როდესაც ძალადობის დიდ მასშტაბებს ევროპულ ქალაქებში ვხედავთ. სამწუხაროდ, მათ სწორი დასკვნები ვერ გამოაქვთ და როგორც ჩანს, ევროპაში ეს კრიზისი გამწვავდება. რაც შეეხება პაველ ჰერჩინსკის, ეს ადამიანი მხარს უჭერდა იმ პირებს და მოძალადეებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციელებს ესროდნენ. ისიც კარგად გვახსოვს, რომ მათი გულისთვის კამპანიებსაც კი დგამდნენ, აწარმოებდნენ და აფინანსებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, თუმცა როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა მისთვის ჩვეულია. რაც შეეხება მის ტონს, ცეკვას, ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკვე არასერიოზულია და სამწუხაროდ, ამით ის დიპლომატიის სახეს აკნინებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.