05 ნოე 2026
საქართველოს პარლამენტის წევრი აჩიკო ბერიძე ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და მის ხსოვნას პატივს მიაგებს.
„არც კი ვიცი, რა დავწერო… სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს. დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“, - წერს აჩიკო ბერიძე.
ნუნუ დუღაშვილის ბოლო სოლო კონცერტს სწორედ ბათუმმა უმასპინძლა. ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025"-ის ფარგლებში მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
სწორედ ნუნუ დუღაშვილის კომპოზიციებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს მონაწილეებმა.
მაყურებლის წინაშე წარსდგნენ აჩიკო ნიჟარაძე, აჩიკო ბერიძე, დათუნა სირბილაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი.
კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები: ,,თეატრალურის კვარტეტი"; ,,შვიდკაცა", ,,ქართული ხმები", ,,ალილო" და "რერო".
კონცერტის დასასრულს ნუნუ დუღაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმში მსმენელისგან უდიდესი ემოციები მიიღო.
ხელოვანები კი ქართულ მუსიკაში ნუნუ დუღაშვილის უდიდეს წვლილზე საუბრობდნენ.