ძლიერი წვიმა, ქარი და თოვლი - დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება

05 ნოე 2026

საქართველოში ამინდი გაუარესდება. მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი სანაპირო ზოლში იქნება.

დღის განმავლობაში დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მ/წმ-მდე გაძლიერდება, ტემპერატურა კი დაიკლებს. საღამოს საათებიდან მაღალმთიან რაიონებში, მათ შორის გოდერძის უღელტეხილსა და ბახმაროში, გათოვდება.

ამინდის გაუარესება ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას უკავშირდება.