05 ნოე 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ცაო ტეჟუნგს შეხვდა. აუდიენცია ჩინეთიში ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მწარმოებლებისა და ჩინური კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას, ინფორმაციის გაცვლასა და პოტენციური სავაჭრო პარტნიორების მოძიებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით ორ სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რაც ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებასა და ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას უზრუნველყოფს.