04 ნოე 2026
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად დონალდ ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ კონტროლი დაკარგა როგორც წარმომადგენელთა პალატაზე, ისე სენატზე.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხმა ჯერ დათვლილი არ არის, დემოკრატებმა, ბოლო მონაცემებით, უკვე შეძლეს უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო ხმების მიღება როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში.
მოქალაქეები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს, სენატის 100 წევრიდან 35-ს და 50 შტატიდან 36 გუბერნატორს ირჩევდნენ. შუალედურ არჩევნებს ისტორიული უწოდეს რამდენიმე შტატში დაფიქსირებული შედეგების გამო.
კანზასში დემოკრატმა ადამ ჰამილტონმა მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი როჯერ მარშალი დაამარცხა და ის იქნება კანზასის პირველი დემოკრატი სენატორი 94 წლის განმავლობაში. ტეხასში კი 1994 წლის შემდეგ პირველად დემოკრატებმა გაიმარჯვეს.
შედეგებს გამოეხმაურა პრეზიდენტი. ტრამპის განცხადებით, რესპუბლიკელების მარცხი იმის ბრალია, რომ ის თავად ბიულეტენში არ იყო.