საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის - Shanghai International Port Group-ის ვიცე-პრეზიდენტს ჟენ ჟუეის შეხვდა

04 ნოე 2026

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის, Shanghai International Port Group-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჟენ ჟუეის შეხვდა.

თამარ იოსელიანი შანხაის პორტის ოპერირების თანამედროვე სისტემებს, ტვირთების გადამუშავებისა და მართვის, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური სერვისების ურთიერთკავშირსა და კოორდინაციის პროცესებს გაეცნო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს.