საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდა: ვიცე-პრემიერმა FTZCOC Group-ის ხელმძღვანელთან ახალ შესაძლებლობებზე იმსჯელა

04 ნოე 2026

საქართველოსთვის ახალი საექსპორტო შესაძლებლობების განვითარება იყო ერთ-ერთი საკითხი, რომლის შესახებაც საქართველოს ვიცე-პრემიერსა და საერთაშორისო სავაჭრო, სადისტრიბუციო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანია FTZCOC Group-ის დირექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის გამოყენებით საქართველოში წარმოებული პროდუქციის ჩინეთისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობებზე.

ამასთან, განიხილეს ქართველი მწარმოებლებისთვის კომპანიის საგამოფენო და სავაჭრო სერვისების გამოყენების პერსპექტივები.

ხაზი გაესვა საქართველოსთვის ჩინეთის ბაზრის სტრატეგიულ მნიშვნელობას.