აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, მთავრობის წევრებთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, რონალდინიოს უმასპინძლა

04 ნოე 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, მთავრობის წევრებთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, რონალდინიოს უმასპინძლა.

"დღეს, მთავრობის წევრებთან და ქალაქ ბათუმის მერთან ერთად  მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, რონალდინიოს შევხვდით.

შეხვედრას იტალიური ბრენდის Cipriani-ს ხელმძღვანელი ჯუზეპე ჩიპრიანი, ORBI Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და BLOCK Group-ის ხელმძღვანელი თორნიკე ჯანაშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი ვიზიტები ბათუმისთვის საერთაშორისო ყურადღების მოზიდვისა და ჩვენი ქალაქის უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობაა. 

მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერესი ტურიზმის განვითარებას, ახალი საქმიანი კავშირების დამყარებასა და ადგილობრივი ბიზნესისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას ემსახურებოდეს,"- ზურაბ პატარაძე.