ჟურნალი „მაჭახელი“-ს მე-11 ნომრის პრეზენტაცია მოეწყო დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

04 ნოე 2026

ჟურნალი „მაჭახელი“-ს მე-11 ნომრის პრეზენტაცია მოეწყო დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

ჟურნალი 2007 წლიდან, გამოიცემა და მკითხველს მაჭახლის ხეობის ისტორიას, უახლეს არქეოლოგიურ აღმოჩენებს აცნობს და ასევე უზიარებს ამბებს როგორც აქაური, ისე თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი მაჭახლელება და მუჰაჯირებზე.

ავტორების თქმით, „მაჭახელი“ სამეცნიერო ხასიათთან ერთად საზოგადოებრივ დანიშნულებას ატარებს და მასში წარმოდგენილია ინფორმაციები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და უბრალოდ ადამიანებზე, რომელთაც ხეობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვით.

ჟურნალი „მაჭახელი“ მაჭახლის ხეობის დღესასწაულის დაფუძნებას მიეძღვნა. იგი წელიწადში ერთხელ, ნიკო ბერძენილიშვილის ინსტიტუტისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გამოდის.

ჟურნალის პრეზენტაციას ხელვაჩაურის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.