04 ნოე 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ხვალ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება.
საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - China International Import Expo 37 კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით მონაწილეობს.
შანხაის გამოფენაზე საქართველო ეროვნული, საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო საქონლის პავილიონებითაა წარმოდგენილი.
ქართული კომპანიები საერთაშორისო მყიდველებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ და პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.
საქართველო China International Import Expo-ში უკვე მეცხრედ მონაწილეობს.