04 ნოე 2026
ევროკომისია დღეს "2026 წლის გაფართოების პაკეტს” წარადგენს. დოკუმენტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს, რომლებშიც ასახულია კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მათ შორის საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
"საერთო ჯამში, ამ ანგარიშში ახალი არაფერი წერია იმისგან განსხვავებით, რაც შარშანდელ ანგარიშში იყო. ვერც ჩაიწერებოდა სხვა, რადგან ბრიუსელს საქართველოს მიმართ გამოცხადებული აქვს ბოიკოტი და ასეთი ანგარიშის შედგენა შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ინფორმაციის მიღების და გადამოწმების გარეშე. ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და ეს დოკუმენტი გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.