გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში დემერსალური ტრალით შემოდგომის კვლევებს ახორციელებს

04 ნოე 2026

გარემოს ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით, შავ ზღვაში დემერსალური ტრალის გამოყენებით კვლევების მორიგ ეტაპს ახორციელებს.

კვლევები წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე, გონიოდან მალთაყვამდე, ზღვის სხვადასხვა სიღრმეზე, სტანდარტიზებული კვლევითი ხელსაწყოების, დემერსალოური ტრალის და საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით მიმდინარეობს.
კვლევის მიზანს შავი ზღვის პრიორიტეტული თევზის სახეობების ბიოლოგიური და პოპულაციური მახასიათებლების შესწავლა და სამეცნიერო მონაცემების შეგროვება წარმოადგენდა, რაც ხელს შეუწყობს თევზჭერის რესურსების მდგრადი მართვას, ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემაზე დაფუძნებული  მართვის პრინციპების დანერგვას.

აღსანიშნავია, რომ სინჯების დამუშავება FAO-ს ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად ხორციელდება, რაც მიღებული მონაცემების შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების კვლევის შედეგებთან შედარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. 
კვლევები, პროექტის „ექსპერიმენტული დემერსალური ტრალური კვლევა საქართველოს წყლებში“  ფარგლებში ხორციელდება და ხელს უწყობს შავი ზღვის თევზის რესურსების შეფასების გაუმჯობესებას, მათი მდგრადი მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.