მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტს შეხვდა

04 ნოე 2026

მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტს ჭანგ იულიანგს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით მხარეებმა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს. 

განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თხილისა და სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე.