აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები იწყება

04 ნოე 2026

აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები იწყება.

საკითხი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა - მარინე გვიანიძის განცხადებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა უმაღლეს საბჭოში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში შემოვიდა. სხდომებზე ანგარიშს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე წარმოადგენს.

განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.