04 ნოე 2026
სენეგალში მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა უშუისტმა გვანცა ქარჩავამ. ქართველმა სპორტსმენმა უშუ-ტაოლოს ფინალში გუნ შუსა და ჩან ცუანის დისციპლინების ჯამში 17,700 ქულა მოაგროვა და ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
ფინლაში გუნ შუს დისციპლინაში ქართველმა სპორტსმენმა 8.770 ქულით მესამე პოზიცია დაიკავა, ჩან ცუანის დისციპლინაში კი მან მსაჯებისგან 8,930 ქულა დაიმსახურა, რაც მეოთხე შედეგი იყო.
გვანცა ქარჩავამ ევროპელ უშუისტებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.