"ა-ს დღიურები" - მონოსპექტაკლი ბათუმის დრამატული თეატრის 148-ე თეატრალური სეზონის ფარგლებში დაიდგა

04 ნოე 2026

"ა-ს დღიურები" - მონოსპექტაკლი ბათუმის დრამატული თეატრის 148-ე თეატრალური სეზონის ფარგლებში დაიდგა. ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლი მსახიობმა ზურა შალიკაძემ წარადგინა, იგი სცენას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. 

სპექტაკლი ნაწარმოების "შეშლილი წერილების" მიხედვით დაიდგა და მასზე რეჟისორმა ვარლამ ნიკოლაძემ იმუშავა. 

სცენარის მიხედვით, "ა-ს დღიურები" ადამიანის შინაგან სამყაროს ცხოვრებისეულ რეალობას, მის აღქმას ეხება. 

მონოსპექტაკლის ნახვის საშუალება მაყურებელს 17 და 18 ნოემბერსაც შეუძლია.