აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად დონალდ ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ კონტროლი დაკარგა

04 ნოე 2026

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად დონალდ ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ კონტროლი დაკარგა, როგორც წარმომადგენელთა პალატაზე ისე სენატზე.

ბოლო მონაცემებით დემოკრატიულ პარტიას 100 ადგილიან სენატში უკვე აქვს 53 მანდატი, რაც უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისია. კანზასში დემოკრატებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს - 94 წლის შემდეგ პირველად შტატმა აშშ-ის სენატში დემოკრატი აირჩია.

დემოკრატმა ადამ ჰამილტონმა მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი როჯერ მარშალი დაამარცხა. ბოლოს კანზასის ამომრჩევლებმა დემოკრატი სენატორი 1932 წელს აირჩიეს.

435 წევრიან წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა ბოლო მონაცემებით 224 ადგილი მოიპოვეს. 

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, რესპუბლიკელების მარცხი იმის ბრალია, რომ ის თავად ბიულეტენში არ იყო. არჩევნების გამოცხადების შემდეგ,  აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ დემოკრატები გამარჯვებას მოიპოვებენ, მათთან ითანამშრომლებს. მანამდე კი აღნიშნავდა, რომ დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში „მისტერ ვეტო“ გახდება. ხმის დათვლის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.