შალვა პაპუაშვილი და საქართველოს დელეგაციის წევრები ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდებიან

04 ნოე 2026

შალვა პაპუაშვილი და საქართველოს დელეგაციის წევრები ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდებიან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე ისაუბრებენ.

ყირგიზეთში ვიზიტის პირველ დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე უკვე შეხვდა ყირგიზ კოლეგას შეხვდა.

''შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა არის მზარდი, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე კულტურულ, სოციალურ კავშირებს, რომელიც არსებობს ყირგიზეთსა და საქართველოს შორის. გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან, შევხვდით ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო დელეგაციას, შეხვედრამ ჩაიარა გულწრფელ ორმხრივ დიალოგში. ჩვენ გადავწყვიტეთ სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება და პარლამენტის თავმჯდომარემ მოიპატიჟა ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში'' - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.