04 ნოე 2026
"ჩემი პირველი ნერგი" - გარემოსდაცვით პროექტს ბათუმიც შეუერთდა. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე 150-ზე მეტმა პირველკლასელმა ბზისა და მუხის ნერგი დარგო.
პროექტის მიზანია, ადრეული ასაკიდანვე ხელი შეუწყოს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინიციატივა ბავშვებს გარემოს დაცვის პროცესში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს და ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას პრაქტიკული გამოცდილებით ასწავლის.
ბათუმში სულ 2 961 ნერგი დაირგვება. მცენარეები უკვე დაირგო ხულო, შუახევსა და ქედაში.
პროექტთან დაკავშირებით შეიქმნა ვებპლატფორმა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია პროგრამის, ნერგების სახეობებისა და მათი მოვლის წესების შესახებ. პროექტი 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.