04 ნოე 2026
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს "საქართველოს მელიორაციაში" პრაქტიკული გამოცდილების მიღების, სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები გააცნეს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებები უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ნაწილია.
უწყების ინფორმაციით, ერთობლივი ინიციატივები სტუდენტებს პროფესიული უნარების განვითარებაში დაეხმარება, კომპანიას კი კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.