04 ნოე 2026
თბილისში საერთაშორისო ფორუმი "საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა" გაიმართება. საერთაშორისო ექსპერტები, დიპლომატები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები საქართველოს ნეიტრალიტეტის პერსპექტივაზე იმსჯელებენ.
ფორუმის ფარგლებში, ოთხი თემატური პანელი გაიმართება, სადაც მულტიპოლარულ სამყაროში ნეიტრალიტეტის ისტორიულ გამოცდილებასა და სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ კონტექსტზე ისაუბრებენ.
ღონისძიების ორგანიზატორები პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" და ნეიტრალიტეტის კვლევის ცენტრი არიან.
ფორუმის მიზანი, საქართველოს ნეიტრალური სტატუსის შესახებ დისკუსიის გლობალურ დღის წესრიგში გატანაა.