მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია როგორ იქნება ეს ინფორმაცია გამოყენებული თავად ანგარიშში

04 ნოე 2026

ბრიუსელი საქართველოს მოუწოდებს, შექმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების მექანიზმი, სადაც უცხოელებს ექნებათ არა უბრალოდ დამკვირვებლის, არამედ გადამწყვეტი ხმის უფლება, თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას. - ამის შესახებ წერია ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში. 

დოკუმენტში ასევე საუბარია საპროტესტო აქციებზე დაკავებულებზე, მათი თქმით, 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად იყო დაკავებული. მათ შორის დოკუმენტში საუბარია, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმაში ბრალდებულებიც. 

"2026 წლის გაფართოების პაკეტს” დღეს ბრიუსელში ევროკომისია წარადგენს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს, რომლებშიც ასახულია კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესი. გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით კონკრეტულ მოლოდინებზე არ საუბრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მოცემულობა, როცა მხარეებს შორის დიალოგი არ მიმდინარეობს, ობიექტურ შეფასებას აფერხებს.

''დიალოგის გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნება შეფასებებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია, თუ როგორ იქნება ეს ინფორმაცია ასახული და გამოყენებული თავად ანგარიშში ან ანგარიშის დასკვნებში. შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკური მიმართულებით შეფასება საერთოდ არ გაუკეთებია ევროკავშირს, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავდა იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად იმისთვის, რომ დაინახოს პროგრესი, რა მიმართულებითაც ქვეყანა ვითარდება'' - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.