მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე იჭიდავებს

04 ნოე 2026

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში, რაფ-ის ორგანიზებით დაგეგმილ ტურნირზე იასპარეზებს და ძალებს ჭიდაობაში გამოცდის.

ქართველი მებრძოლის მეტოქის ვინაობა კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. დვალიშვილი საჭიდაო ხალიჩაზე პიოტრ იანთან გამართული მძიმე, ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ სულ რაღაც სამ კვირაში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს, UFC-ი 333-ზე, მერაბმა იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება ვერ მოახერხა.

14 ნოემბრის ღონისძიება აბუ-დაბის „ეტიჰად არენაზე“ გაიმართება.