"ვილიარეალი" "პარი სენ-ჟერმენთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

04 ნოე 2026

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:6 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა, გიორგი მიქაუტაძემ კი მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში უკვე 0:5 იყო. დარჩენილ დროში ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარის მიმართულებით სამჯერ დაარტყა, თუმცა უშედეგოდ. 

მომდევნო შეხვედრას „ვილიარეალი“ 25 ნოემბერს, სტუმრად, პრაღაში, „სპარტასთან“ გამართავს, „პარი სენ-ჟერმენი“ კი ამავე დღეს „რომას“ უმასპინძლებს.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის დარჩენილი 9 შეხვედრა გაიმართება.