04 ნოე 2026
პოლიციამ მარნეულში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სამშენებლო მასალების მაღაზიის მეპატრონეს 45 870 ლარის ღირებულების მასალა იმ პირობით გამოართვა, რომ თანხას მოგვიანებით გადაუხდიდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და აღნიშნული მასალები თაღლითურად მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.