04 ნოე 2026
CNN-ის პროგნოზით, დემოკრატიულ პარტიას 100-ადგილიან სენატში 53 მანდატი უკვე აქვს, რაც უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისია.
მედიის ცნობით, რესპუბლიკელებს, ამ მონაცემებით, სენატში 39 ადგილი ექნებათ.
აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცედურა კვლავ გრძელდება.
ხმების 99 პროცენტი უკვე დაითვალეს ფლორიდის შტატში, სადაც ხმების 50.9 პროცენტი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, ეშლი მუდიმ მიიღო.
ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს ჯორჯიას შტატში, სადაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჯონ ოსოფს ხმების 58.9 პროცენტი აქვს. შტატში დასათვლელი დარჩა ხმების ხუთი პროცენტი.
პარტიებს შორის მცირე სხვაობაა მიჩიგანში, სადაც დემოკრატიულ პარტიას ხმების 49.7 პროცენტი აქვს, რესპუბლიკელებს კი 48.4 პროცენტი. მათ შორის სხვაობა თითქმის 30 000 ხმაა. დასათვლელია კიდევ ხმების 52 პროცენტი.