03 ნოე 2026
ის რაც, ერთ დროს ჩვეულებრივ სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნივთებად ითვლებოდა, დღეს უნიკალურ აღმოჩენად მიიჩნევა და პეტრას ციხის, რამდენიმე პერიოდიან ისტორიას კიდევ ერთი ნასკვით კრავს. ისტორიის, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნიდან დაიწყო და არქეოლოგებისთვის სხვადასხვა კულტურის, ცივილიზაციებისა და ისტორიის უშრეტ წყაროს წარმოადგენს.
რას ინახავდა აქამდე პეტრას ციხის ადრე ბიზანტიური ხანის სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, კონკრეტულად კი იქ არსებული ე.წ. მინაშენი, ამას მოგვიანებით გავიგებთ.
თუმცა უკვე ვიცით, რომ ნივთებთან ერთად არქეოლოგიური გათხრებისას ექსპედიციის მონაწილეებმა აღმოაჩინეს კედლების ნაშთები, თაღოვანი ღიობი და წყალგაყვანილობის მილები.
პეტრას ციხე-ქალაქი ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით 535 წელს აშენდა და მას იმპერატორის პატივსაცემად "იუსტინიანეს ქალაქადაც" მოიხსენიებდნენ.