უკრაინაში, კიევის ოლქში, ერთ-ერთ კერძო სახლში სავარაუდო საიდუმლო საპატიმრო აღმოაჩინეს - მომხდარზე გამოძიება დაიწყო

03 ნოე 2026

უკრაინაში, კიევის ოლქში პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში ერთ-ერთ სახლში სავარაუდოდ საიდუმლო საპატიმრო აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, კერძო სახლის სარდაფში სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო ნაწილიდან თვითნებურად წავიდნენ, უკანონოდ აკავებდნენ. 

აღნიშნულზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოვლენები გარე გავლენის გარეშე არ მომხდარა.

კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ მოვლენები გარე გავლენის გარეშე არ მომხდარა. ვიდრე კერძო სახლიდან ადამიანებს გამოიყვანდნენ, ადგილზე ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ შენობაში დაკავებულები იმყოფებოდნენ.

შეკრებილებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა და სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.