ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

03 ნოე 2026

ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის თანახმად მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სწორედ აღნიშნული ოდენობის გირაოს სანაცვლოდ იყო ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებული.

მაია კოხტაშვილს გირაოს თანხა სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიის მეშვეობით მოქალაქეებმა შეუგროვეს.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.