03 ნოე 2026
პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში გრძელდება. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა მის ყირგიზ კოლეგას.
ყირგიზეთის საკანონმდებლო ორგანოში შედგა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც მხარეებმა ეროვნული დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე გადაინაცვლეს. გაიმართა შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთანაც.
ხვალ დაგეგმილია მოლაპარაკება ყირგიზეთის პრეზიდენტთან. მანამდე, ვიზიტის მნიშვნელობაზე, მედიასთან ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სატრანსპორტო ჯაჭვის სრულად ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ინტენსიური კავშირი ჰქონდეს.