პატრიარქმა სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

03 ნოე 2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია.

პატრიარქმა სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგია ეპარქიის განახლების 30 და ტაძრის კურთხევის 15 წელს მიეძღვნა. 

სადღესასწაულო ღვთისმსახურებას დღეს საქართველოს პრეზიდენტი, თბილისის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.