03 ნოე 2026, 16:00
0"ჩემი პირველი ნერგი" - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნერგების დარგვა ქობულეთში, პირველი საჯარო სკოლის ეზოდან დაიწყო. ნერგები პირველკლასელებმა დარგეს. პატარებთან ერთად, ხის დარგვის პროცესში ქობულეთის მერი და აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. ხის დარგვის კამპანია 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. პროგრამის მიზანი, ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ პირველ ნერგს დარგავს.