აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ “მედცენტრში” კარდიოლოგიურ სერვისებს გაეცნო

03 ნოე 2026

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ "მედცენტრში" კარდიოლოგიურ სერვისებს გაეცნო.

შეხვედრას სოციალური პროგრამების ექსპერტი, სოფიო ბაკურიძე ესწრებოდა, რომელმაც მედიცინის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წელს საპილოტე რეჟიმში დანერგილი ახალი სერვისის მნიშვნელობაზე, რაც მაღალი რისკის მქონე გულის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის დაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მაღალი რისკის მქონე გულის მძიმე დაავადების მქონე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უწყვეტად, არანაკლებ ორი წლის განმავლობაში არიან რეგისტრირებული. დაფინანსება სოციალური სტატუსის მიუხედავად გაიცემა. 

ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ოქტომბრის თვეში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სამინისტროს ბიუჯეტი დამატებით 10 მილიონი ლარით გაიზარდა.