გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინაში, კიევთან ახლოს უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ, ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ

03 ნოე 2026

"ნამდვილად არ არის გასაკვირი, როდესაც "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრები გყავს თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, სარდაფებში ნაწამები ხალხი და სარდაფში წამება არ ახალია",- განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ უკრაინაში, კიევთან ახლოს უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.

საკითხზე შეფასება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. მისი თქმით, შემაძრწუნებელია ის, რა კადრებიც დღეს საზოგადოებამ იხილა:

"რა თქმა უნდა, შემაძრწუნებელია, რა კადრებიც ვიხილეთ და ასეთი რაღაცის მოლოდინი ადამიანს არ აქვს, როდესაც ფიქრობს ქვეყანაზე, რომელიც თავს იცავს ამ აგრესიისგან. ამიტომ, ძალიან მძიმეა ამის ნახვა. იმედი მაქვს, რომ რეაგირება იქნება შესაბამისი. არ ვიცი, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მაშინ, როდესაც არის საომარი მდგომარეობა, სამხედრო წესრიგია დამყარებული უკრაინაში, ასე ფარულად და ხელისუფლებისთვის უხილავად ხდებოდეს ადამიანების ასეთი წამება და ის გარემო, რაც იქ იყო შექმნილი. ნახეთ თქვენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც იყო იქ მისული. ვნახოთ, მნიშვნელოვანი არის, რომ გაირკვეს, რასთან იყო საქმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მძიმე სანახავია, როდესაც ბოროტებასთან მებრძოლი თავად ბოროტებაში არის ჩართული'' - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.