03 ნოე 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ყირგიზეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა ყირგიზ კოლეგას, როგორც პირისპირ ისე გაფართოებულ ფორმატში. ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე.
''დღეს შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ, როგორც პარლამენტებმა, ხელი უნდა შევუწყოთ შუა დერეფნის განვითარებას, საკანონმდებლო ხელშეწყობა სადაც იქნება საჭირო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პარლამენტების დარგობრივი კომიტეტების თანამშრომლობა, რათა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე იმუშაონ. ასევე, მოვიწვიე ჩემი კოლეგა საქართველოში. მას სურვილი აქვს, მომავალ წელს გვესტუმროს. საერთო ჯამში, ჩვენი სურვილია, საქართველოს პარლამენტს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ინტენსიური კავშირები ჰქონდეს'' - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.