სტივ უიტკოფი 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს აანონსებს

03 ნოე 2026

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის სამუშაო დონის მოლაპარაკებები გაიმართება, რომელზეც შეერთებული შტატები შუამავლის როლს შეასრულებს.

უიტკოფის თქმით, შუამავლობის დროს ხელს შეუწყობენ პრეზიდენტ ტრამპის მისიის შესრულებას ომის დასრულების მიმართულებით. მისივე თქმით, მიმდინარე კვირას ბრიუსელში ამერიკელი მომლაპარაკებლები საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, ომის შემდგომ ევროპის უსაფრთხოების სისტემასა და უკრაინის აღდგენისთვის ეკონომიკურ შესაძლებლობებს განიხილავენ.