მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა

03 ნოე 2026

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ახალგაზრდების განათლებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებაში მასწავლებლების როლზე გაამახვილა ყურადღება და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებსაც მთავრობა პედაგოგებთან დაკავშირებით ახორციელებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი აჭარიდან ორი პედაგოგი გახდა. მზიური შავაძე დაბა ქედის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას  ასწავლის, მირანდა ხაჯიშვილი კი ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელია.

ორივე პედაგოგს, საქართველოს მთავრობის ჯილდოსთან ერთად, აჭარის მთავრობისგან დამატებით 5 000 ლარი გადაეცემათ.