მიქაუტაძის "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს უმასპინძლებს - კვარაცხელია მატჩს გამოტოვებს

03 ნოე 2026

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელია მუხლის ჯვარედინი იოგის მძიმე დაზიანების გამო შეხვედრას გამოტოვებს. 

გიორგი მიქაუტაძე კი, ესპანური მედიის ცნობით, შესაძლოა, „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

პარიზული კლუბი მატჩს იდეალური შედეგით ხვდება - ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სამივე შეხვედრა მოიგო. 

რაც შეეხება ესპანურ კლუბს, „ვილიარეალმა“ სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა. 

ვილიარეალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.