03 ნოე 2026
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის
რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი მონაწილეობას მიიღებს
კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან
საქმეთა მინისტრთან - ერჟან სადენოვთან.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.